საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის
განცხადებით, ვანის და ხონის სამაჟორიტარო ოლქში "ქართული ოცნების"
კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გაიმარჯვა.
"არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ჩვენმა კანდიდატმა
გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჩვენი შტაბის
მონაცემებით, მისი შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50
პროცენტს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ვანის
საარჩევნო შტაბში.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები
მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
ვანის და ხონის ოლქში პარლაემნტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ
ექვსი კანდიდატი იბრძვის:
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა.
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი.
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი
ჭიჭინაძე.
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
მასალის გამოყენების პირობები