ვანის სოფელ ზეინდრში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი
ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ორი ადამიანი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ
" ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ერთი ადგილზე გარდაიცვა,
ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა
მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ალკოჰოლის
ზემოქმედების ქვეს იმყოფებოდა და მისი დაკავება ადგილზევე მოხდა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით
მიმდინარებს, რაც სატარნსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვლისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები