15 საათის მონაცემებით, ხონში არჩევანი 9613–მა ამომრჩეველმა
დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.63 %–ია.
ხონში სულ 29 უბანია გახსნილი, სადაც 23 090 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები
მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
ვანის და ხონის ოლქში პარლემენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ
ექვსი კანდიდატი იბრძვის:
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი
ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
მასალის გამოყენების პირობები