ვანში, 15:00 საათიანი მონაცემებით არჩევნებზე 10 176 ადამიანი
მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის
40,65 პროცენტია.
ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ
მოქალაქეთა აქტივობა მზარდია, ხოლო კენჭისყრის
პროცედურები მშვიდობიდ გარემოში მიმდინარეობს.
რაც შეეხება, საჩივრებს ამ დროისთვის მხოლოდ ორი საჩივარი ოლქში
შესული.
ვანის #53 ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანია, ხოლო 54-ე (ვანი და
ხონი) საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123
ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები
მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
ვანის და ხონის ოლქში პარლემენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ
ექვსი კანდიდატი იბრძვის:
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი
ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
მასალის გამოყენების პირობები