ხონის N 5 საარჩევნო უბანზე ფანარი, რომლითაც უბანზე შესულ
ამომრჩეველს ამოწმებენ, დაზიანდა.
ინფორმაცია უბნიდან ხონის საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობეს. ოლქის
თავმჯდომარემ, გიორგი გორდაძემ უკვე გაგზავნა შემცველი ფანარი.
12 საათის მონაცემებით ხონში არჩევანი 5 579–მა ამომრჩეველმა
დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 24,16%–ია.
ყველაზე მაღალი აქტივობა N 1 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება.
ხონში სულ, 29 უბანია გახსნილი, სადაც 23 090 ამომრჩეველია
რეგისტრირებული. ხოლო 54-ე (ვანი და ხონი) საარჩევნო ოლქში 60
საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
28 აპრილს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის
შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს
დაუპირისპირდებიან - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი
უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი,
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი,
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი
ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე,
ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის
კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური
არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი
მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები