ვანში რეგისტრირებული 25 033 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 10 :00
საათის მონაცემებით, 2 450-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც 9,79
პროცენტია შეადგენს.
ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კახა მჟავანაძის
განმატებით, ამომრჩეველთა აქტივობა, 2016 წელს საპარლმენტო არჩევნების
ამ პერიოდთან შედარებით, მაღალია. მისი თქმით, ამ დროისთვის არცერთი
საჩივარი ჯერ არ დაწერილა.
ვანში სულ 31 საარჩევნო უბანია, ხოლო 54-ე (ვანი და ხონი) საარჩევნო
ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები
მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
ვანის და ხონის ოლქში პარლემენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ
ექვსი კანდიდატი იბრძვის:
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი
ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
მასალის გამოყენების პირობები