პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, ვანის და ხონის #54 საარჩევნო
ოლქში ყველა უბანი 8:00 საათზე გაიხსნა.
კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში 48
054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძეა. "ევროპულ
საქართველოს" გიგი უგულავა წარმოადგენს. პოლიტიკური პარტია
"საქართველოს" გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტებიდან"
მაჟორიტარობისთვის ზურაბ ქართველიშვილი იბრძოლებს.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან" მამუკა ტუსკაძე. შუალედურ არჩევნებში
საკუთარი კანდიდატურა დაასახელა საინიციატივო ჯგუფი - სოფიო
მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი,
მარინა ჩაგუნავამ. მათი კანდიდატი - ვასილ კოპალიანია.
ვანსა და ხონში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა
საჭირო, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ლილუაშვილი უშიშროების
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ
დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები