"ვენდისის" რესტორნების ქსელის ახალი ფილიალი ქუთაისში 2 მაისს
გაიხსნება.
"ვისოლ ჯგუფში" რომლის დაქვემდებარებაშია ვენდისის რესტორნების ქსელი,
აცხადებენ , რომ 2 მაისს რესტორანი პირველ სტუმრებს
მოემსახურებათ.
"გახსნას ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელები, "ვენდისის" რესტორნების ქსელის
წარმომადგნელბი და ჩემი ინფორმაციით, ქუთაისის მერიც დაესწრება", -
ამბობს რესტორნების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსი, რუსუდან კბილაშვილი.
მისი თქმით, რესტორანში ძირითადად ადგილობრივები დასაქმდებიან.
"ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი
სტრატეგიაა. რა თქმა უნდა, "ვენდისი" და "დანკინ დონატსის" რესტორნაში
ადგილობრივი კადრებს დავასაქმებთ", - ამბობს რუსუდან კუბლაშვილი.
ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის"
რესტორანი 2015 წლის ბოლოს უნდა
გახსნილიყო. თუმცა, სამუშაობი რამდენჯერმე შეჩერდა.
ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ორსართულიანი შენობა,
ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
მშენებლობას შპს "დიზაინ ბიურო" ახორციელებს "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით,
რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა
ხელშეკრულება.
მასალის გამოყენების პირობები