ქუთაისის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის
აღსანიშნავად ღონისძიების ორგანიზებებისთვის 9 625 (NAT180006522)
ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში
გამარჯვებულმა კომპანიამ ღია ცის ქვეშ, ქალაქ ქუთაისის
ცენტრალურ ნაწილში, გამოფენების მოსაწყობად მოლბერტების, მაგიდებისა
და დეკორაციების შესაბამი საგამოფენო სივრცეში მიტანა და ღონისძიების
შემდეგ ალაგება და დასაწყობება უნდა უზრუნველყოს.
ასევე, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია, დაგეგმვა,
ცისფერყანწელთა თემაზე პერფომანსის წარმოდგენა.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის ჩაცმის სტილის შესაბამისად
ჩაცმული მსახიობების (10 პირი) მოწვევა.
პანტომიმის მსახიობების მომსახურება ცენტრალურ ბაღში. მსახიობები უნდა
იყვნენ სხვადასხვა კოსტიუმში. კერძოდ: ერთი ჩარლი ჩაპლინი; ორი მიმის
კოსტიუმით, ორი ქანდაკების კოსტიუმით, ერთი რობოტის კოსტიუმით.
საბავშვო წარმოდგენის ორგანიზება, პოპულარული ანიმაციური ფილმების
პერსონაჟების კოსტიუმებით, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,
საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 14:00-დან 17:00
სთ-მდე.
ნიღბებით შემოსილი პერსონაჟების მომსახურება ღია ცის ქვეშ
რეაბილიტირებულ უბანში. მსახიობების მომსახურება, რომლებიც
განასახიერებენ აკაკი წერეთელს.
მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ პირველ ქართველ
კინემატოგრაფისტს, ვასილ ამაშუკელს მომღერალ მამაკაცთა კვარტეტის
მოწვევა, რომელთა ასაკი იქნება 25 წლიდან 40 წლამდე და რომელთა
რეპერტუარში იქნება ქუათაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი.
მათ მიერ შესასრულებელი უნდა იყოს 4 სიმღერა და სიმღერების შეთანხმება
უნდა მოხდეს "შემსყიდველთან".
26 მაისს ქუთაისში დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიბები 12
საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება. ტენდერში დოკუმენტაციის
მიღების ვადა 14 მაისს იწურება. 2018 წელს საქართველოს
დამოუკიდებლობიდან 100 წელი სრულდება. ეს თარიღი საქართველოში
სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები