ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტარტეგიის სამოქმედო გეგმა
განიხილეს ქუთაისში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეებს და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020
წლების ეროვნული სტრატეგია და მთავრობის მიზნების გააცნეს. შეხვედრას
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი დაესწრნენ.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც სახელმწიფოს
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვს.
"ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის
საკითხების განხილვა. თუმცა, ძირითადი მიმართულებები არის ოჯახში
ძალადობა, ანტიდისკრიმინაციული პროექტები. ქვეყანაში არსებობს
გარკვეული პრობლემები, არის ნდობის პრობლემაც, შესაბამისი უწყებების
მიმართვიანობის პრობლემა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალიან
მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარი არის ადამიანის უფლებათა დაცვაზე,
ქვეყანაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი სწორედ იმისთვის, რომ
ქვეყანაში ძალადობა იქნეს დაძლეული ", - განმარტა შეხვედრაზე
ცენტრის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინა ხატისკაცმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ უწყების მიერ შემუშავებულ სტრატეგიის
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან ეს არის ახალი
დეპარტამენტი და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან
დაკავშირებით თუ რას საქმიანობს ეს დეპარტამენტი და შსს რაა ნაბიჯებს
დგამს ძალადობის კუთხით აუცილებელის მივაწვდინოთ ამის შესახებ ხმა
ყველა მოქალაქეს", - განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა
თოლორაიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხის საინფორმაციო შეხვედრები ადამიანთა
სოციალურ და დევნილთა უფლებებზე ასევე ანტიდისკრიმინაციულ
კანონმდებლობაზე საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები