დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტების მიერ შექმნილი გაზეთის "შერეკილების "" პრეზენტაცია მოეწყო.
რედაქტორის თქმით, სასწავლო პროცესში სამ წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთი "შერეკილები" განახლდა . ასევე, სტუდენტებმა თავადვე შექმენს ბლოგი, სადაც გაზეთში დაბეჭდილ სტატიებთან ერთად, სტუდენტების მიერ დაწერილი ყველა სტატია განთავსდება.
"ძალიან დიდი ენთუზიაზმი იყო სტუდენტბის მხრიდან, მათ არ ჰქონდათ შეზღუდული სფერო, იმუშავეს ჯანდაცვაზე, განათლებაზე და და სხვადასხვა რუბრიკებზე. მე კმაყოფილი ვარ, რომ დღეს მათი შრომის შედეგს ვხედავთ," - ამბობს გაზეთის "შერეკილები" რედაქტორი ნათია ჯიქია.
გაზეთის რედაქტორის თქმით, გაზეთ "შერეკლიების" მთავარი ქვაკუთხედია თადეოზის და ერთაოზის უკვდავი ტანდემი, ედგარ შენგელაიას ფილმიდან შერეკილები.
"ეს არის მოსწავლის და მასწავლებლის სიმბოლური სახე. მიზანსწრაფვის დაუოკებელი სურვილი, უმეცრებასთნ ბრძოლა, დაბრკოლებასთან შუგუებლობის იდეა. ამქვეყნიური ვალდებულებების შეგნება და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ"- ამბობს გაზეთის რედაქტორი.
გაზეთის გამოშვებისთვის საჭირო თანხა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. "შერეკლიებს" სასწავლო წლის დასრულების ბოლოს, ჟურნალისტიკის სპეციალობის ყოველი მესამე კურსის სტუდენტები გამოსცემენ.
მასალის გამოყენების პირობები