25 აპრილს, ქუთაისში საჯარო ლექცია თემაზე "ტერორის ტოპოგრაფია -
ქუთაისი" გაიმართება.
ლექციას "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევრის, ირაკლი
ხვადაგიანი წაიკითხავს. შეხვედრა "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის
მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" ქუთაისის ოფისში მოეწყობა.
ღონისძიების პირველ ნაწილში მომხსენებელი ისაუბრებს საბჭოთა
რეპრესიების პერიოდიზაციის და მახასიათებლების შესახებ საქართველოში
1921-1953 წლებში. რეპრესიების კვალის კვლევის და საგანმანათლებლო
რესურსად გადაქცევის გამოცდილებაზე თბილისსა და თელავში.
შეხვედრის მეორე ნაწილში დაინტერესებული პირებისათვის დაიწყება
პრაქტიკული სამუშაო - ქუთაისის ტერორის ტოპოგრაფიის პროექტის
განხორციელებისათვის წყაროებზე მუშაობის და კვლევის მეთოდოლოგიის
შესახებ.
18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
პროექტი ხორციელდება
DVV International-ის ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები