ახალი ამბები
დაზუსტება: თეთრ ხიდზე დამაგრდება არა 52 000 ბოქლომი, არამედ მოქლონი
FaceBook
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებულ მასალაში, სათაურით: "თეთრ ხიდზე ცისფერყანწელთა გამონათქვამები და ქუთაისის შესახებ ისტორიები ამოიტვიფრება" მოხდა სიტყვის არასწორად გაგება. 

როგორც თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი გია ხუჯაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, საუბარია ხიდზე არა ბოქლომების განთავსებაზე, არამედ მოქლონზე.

პროექტის ავტორის განმარტებით, მოქლონი ეს არის ხიდის კონსტრუქციაზე ლითონის ფირფიტების სამაგრი და პროექტის არ ითვალისწინებს ხიდზე ბოქლომების განთავსებას.

"აქ საუბარია მცირე ზომის მოქლონებზე, რომლითაც ლითონის ფირფიტები უნდა დამაგრდეს ხიდის კუნსტრუქციაზე. რეაბილიტციის დროს ასევე საჭირო გახდება უკვე არსებული ძველი მოქლონების შეცვლაც. პროექტი არ ითვალისწინებს ხიდზე ბოქლომების განთავსებას, პირიქით, რაც უკვე არის, მათი ჩამოხსნაც მოხდება," - განმატრავს გია ხუჯაძე.

ქუთაისიპოსტი მკითხველს ბოდიშს უხდის არასწორად გაგებული სიტყვის გამო დაშვებული შეცდომისთვის. 

ჩასწორებული მასალა:

ქუთაისში თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის შესახებ ისტორიული წარწერები ამოიტვიფრება.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტის" ოფისში გამართულ დისკუსიაზე ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიტექტორმა, ზაზა ჩხიკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხიდის საფარი 6 მილიმენტრიანი ლითონის ფირფიტებით მოეწყობა, რომელზეც ქართული ორნამენტები მოიხატება. ასევე ხიდის საფარზე დაკრულ ფირფიტებზე დაიწერება ცისფერყანწელთა ცნობილი გამონათქვამები და ქუთაისზე არსებული მნიშველოვანი ისტორიული მოვლენები.

ზაზა ჩხიკვაძეს ინფორმაციითვე, ფირფიტებზე შესაძებელი იქნება დაიწეროს ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რომელიც ქუთაისში თანამედროვე რეალობაში მოხდება.

თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დამაგრდება 52 ათასი ბოქლომი და განთავსდება ელექტრონული ტაბლო, რომელზეც ხიდის ისტორიაზე ვიდეორგოლი იტრიალებს.

"ვიზუალური ეფექტების გარდა, ამ ხიდზე მოწყობილი საფარი იქნება ძალიან გამძლე," - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

ქუთაისის მერიამ, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის განმეორებითი ტენდერი (NAT180005534), საზოგადოების მიერ დაწუნებულ პროექტზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის პირობები იგივეა. არ შეცვლილა არც სამუშაოების ღირებულება და არც პროექტი. მათ შესრულებაში ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ 444 966 ლარს დახარჯავს.

თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი , რომელიც მერიამ მიმდინარე წლის 9 მარტს გამოაცხადა, პრეტენდენტების არარასებობის გამო ჩაიშალა.

ხიდის პროექტი საზოგადოების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. უმრავლესობას ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა არ მოეწონა.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი, რომლისთვისაც ქუთაისის მერია ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შემუშავდა.

მას შემდეგ, რაც ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო ჩაიშალა, საზოგადოება იმედოვნებდა, რომ პროექტი შეიცვლებოდა, თუმცა, ქუთაისის მერია ხიდის ვიზუალთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.


ამავე თემაზე:

"წლების შემდეგ ხიდის რეაბილიტაციის პროექტი პირველად შეთანხმდა" - დისკუსია

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.