გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ცივი
და ნალექიანი ამინდები 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა,
ხოლო მაღალ მათში თოვლჭყაპი.
" ჰაერის ტემპერატურა, უახლოესი ორი დღის განმავლობაში დიდად ვერ
მოიმატებს, უმეტესად შენარჩუნდება გრილი ამინდი და ჰაერი 14-17
გრადუსამდე გათბება," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 25 აპრილიდან გამოიდარებს და
ტემპერატურა მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 აპრილს ჰაერი 30
გრადუსმადეც დათბება. ხოლო 27 თებერვალს შესაძლოა აღმოსავლეთის
ძლიერმა ქარმა იქროლოს.
მასალის გამოყენების პირობები