ქუთაისში, ჭვჭვაძის გამზირზე, სადაც მეორე დღეა გარევაჭრობა აიკრძალა,
დილიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
პოლიციის თნამშრომლები იმ ადგილზე პატრულირებენ, სადაც 21
აპრილს გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა
ორჯერ გადაკეტეს.
ადგილზე გარემოვაჭრეები ჯერჯერობით არ გამოჩენილან.
ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა
ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეთა ინვენტარი 21 აპრილს, ღამით
აიღეს. დილით მისულ გარემოვაჭრეებს კი, რომლებსაც ტერიტორია
გასუფთავებული დახვდათ, ადგილების დაკავების უფლება აღარ მისცეს, რის
შემდეგაც გარემოვაჭრეებმა ჭავჭავაძის გამზირი ორჯერ გადაკეტეს, თუმცა,
პოლიციელებმა გზის გახსნა და მოძრაობის აღდგენა მალევე შეძლეს.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ქუჩაში პროდუქტის რეალიზაცია მათთვის
ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ქალაქის ხელისუფლება ამ
გადაწყვეტილებით ამ შემოსავალს ართმევს.
ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა მიმდინარე წლის 1 მარტიდან
დაიწყო. თითქმის ორი თვეა გარემოვაჭრეები აღარ არიან ქალაქის
ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო
(ფოტო)
21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა
აიკრძალება
გარემოვაჭრეების
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაში
ქუთაისის მერისა და
გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)
1
მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
მასალის გამოყენების პირობები