ახალი ამბები
საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება - დავით სერგეენკო ტყიბულის შახტზე
FaceBook
დიდი იმედი მაქვს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა პროფკავშირების მიერ წარმოდგენილ პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი პირობითად ორ ჯგუფად დაიყო – სოციალური შეღავათები და შრომის უსაფრთხოება.

"სოციალური შეღავათების ჩამონათვალში იყო საკითხები, რომელიც საჭიროებდა სამმხრივი კომისიის წევრების გარდა სხვა ინსტიტუციების ჩართვას. ეს იყო საკითხები საპენსიო ასაკის შემცირებაზე, ასევე საგადასახადო შეღავათებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფში შეიქმნება ფორმატი, რომელზეც ამ სოციალური პაკეტების საკითხს განვიხილავთ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად კომპანიას, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის საწარმოს და სამინისტროს შრომის ინსპექტირებას რამდენჯერმე ჩატარებული აქვს გარკვეული შეფასებები, ჩვენ შევთანხდით ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ შესაბამის ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც შევაფასებთ მთლიანად საწარმოში შრომის უსაფრთხოებას. დიდი იმედი მაქვს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ტყიბულის მოსახლეობის დასაქმება მხოლოდ ერთ საწარმოზე არ იყოს დამოკიდებული. მისივე თქმით, არის მოსაზრება რომ სხვა მიმართულებითაც შეიქმნას საწარმოები, რომელიც არ გახდის მოქალაქეებს ერთ საწარმოზე დამოკიდებულს.

ხუთ აპრილს, გამთენიისას მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

წყარო: interpressnews.ge

ამავე თემაზე:

"ტყიბულის შახტში წარიმართება აუდიტის პროცესი, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, რამდენად გვიღირს შახტში ოპერირება"

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.