ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ,
მერიის მიერ წერილობით გაფრთხილებას, გარემოვაჭეების პროტესტი მოჰყვა.
თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან
გარევაჭრობა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
"მანქანებს გადავუდგებით ქუჩაში და მერე მერიამ აგოს პასუხი. ეს არის
ჩემი ბოლო სიტყვა. სადაც ვზივარ, ისევ იქ ვიქნები როცა
მოვლენ",-ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე, ნელი კუჭავა.
"დაგვანებონ თავი. ჩვენ თვითონ ვირჩენთ თავს, მაგათ ხომ არ ვთხოვთ
რამეს? გვაცადონ ლუკმა პურის ფულის შოვნა", - ამბობს ერთ-ერთი
გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები ქალაქის მერთან შეხვედრას გეგმავენ.
გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან წერილობითი
გაფრთხილება უკვე ჩაბარდათ, რომლის მიხედვითაც, ჭავჭავაძის გამზირზე
გარევაჭრობა
21 აპრილიდან აიკრძალება.
ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის აკრძალვა
1 მარტიდან დაანონსა. პირველად გარემოვაჭრეების
დახლები წითელი ხიდისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან
აიღეს.
ამავე
თემაზე:
21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე
ტერიტორიაზე გარევაჭრობა
აიკრძალება
გარემოვაჭრეების
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაში
ქუთაისის მერისა და
გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს
(ფოტო)
1
მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
მასალის გამოყენების პირობები