წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი
სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაობისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტმა 1 120 676 ღირებულების ტენდერი (DAP170000192)
გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდა კომპანია შპს
ელიტ ბილდერს გრუპმა 949 767 ლარზე მოიგო.
„პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე
იქედან, რომ მოგვარდება წლების მანძილზე გადაუჭრელი - ჟონეთის
მოსახლეობის დატბორვის პრობლემა. 2,5 მეტრის სიმაღლის ჯებირი
დატბორვის საფრთხისგან დაიცავს სოფლის 6 ოჯახს და ჟონეთის საჯარო
სკოლას,“ - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ
ალექსანდრე დადუნაშვილი.
სოფელ ჟონეტში უხვი ნალექის გამო მოდიდებული მდინარე ადგილობრივების
სახლებს და კარმიდამოებს სისტემატიურად
ტბორავს, მოსახლეობას მოვარდნილამა წყალმა გასულ წელს
მოსავალიც გაუნადგურა.
ადგილობრივები აღნიშნული პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვდნენ.
ტენდერის მიხედვით ადგილზე სამუშაოები ოთხ თვეში უნდა
დასრულდეს.
ამავე
თემაზე:
ნაწილობრივ
ანაზღაურებული ზარალი და საშიშ ზონაში დარჩენილი მოსახლეობა
წყალტუბოში
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)
სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირის გამაგრება მოხდება
მასალის გამოყენების პირობები