ბოლო ორი წლის მონაცემებით ქუთაისში ჰოსტელების რაოდენობამ იმატა. ქუთაისის ვიცე-მერის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ქალაქში ჰოსტელების რაოდეობა 80-ით გაიზარდა.
კოტე ქავთარძის ინფორმაციით, თუკი 2013 წელს ქუთაისში 120 ჰოსტელი ფუნქციონირება, დღეისათვის მათი რიცხვი 200-მდეა გაზრდილი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ჰოსტელების რიცხვის გაზრდა მისასალმებელია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ქალაქს უხლოეს წლებში მაღალი კლასის სასტუმროებიც ექნება.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, ადგილობრივი მთავრობა უკვე ზრუნავს, რომ 2017 წელს ქუთაისში დადგემილი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსული უცხოელ სტუმრები მაღალი კლასის სასტუმროებში მიიღონ.
"სასტუმრო "ქუთაისთან" დაკავშირებით გვინდა დამატებით კიდევ ერთი სართული დავაშენოთ და 80 ნომრამდე გავზარდოთ, რის შემდეგაც ის მაღალი კლასის სასტუმროდ ჩაითვლება. თუმცა, ეს უდნა გაკეთდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს მისი კულტურული მემკიდრეობის ნუსხიან ამოღება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკება კულტურის სამინისტროსთან. აღნიშნულის გასაკეთებლად მათი ნებართა გვჭირდება", - განმარტავს კოტე ქავთარაძე.
ვიცე-მერის განმარტებით, სასტუმრო "ქუთაისის" გარდა, ჩემპიონატისთვის ქალაქში ჩამოული სტუმრების მისაღებად, თეთრ ხიდთან მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა არის დაწყებული, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების გათვლებით, 2017 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.
"ასევე, გვაქვს რეზერვში წყალტუბოში ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმრო. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 2017 წელს ჩამოსული სტუმრები ქუთაიასში დავაბინაოთ", - აღნიშნავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ქუთაისის მერი ირწმუნება, რომ
2015 წელს ქუთაისში ორი ახალი სასტუმრო აშენდება. დღეისათვის ქუთაისში მხოლოდ 2 ოთხვარსკვლავიანი, რამდენიმე სამვარსკვლავიანი და სხვა დანარჩენი საოჯახო სასტუმროებია.
მასალის გამოყენების პირობები