10-16 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „ქუთაისის აეროპორტში“
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების
შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
შემთხვევა ასევე დაფიქსირდა „სარფის“,
„სადახლო-საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტში“.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის,
საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ
არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული
(136 აბი და 58 კაფსულა), ფსიქოტროპული (30 აბი) ნივთიერებების
შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (34,6 გრ.)
და ასევე ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად 8 ცალი საბრძოლო ვაზნა
აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები