ქუთაისში თვრამეტ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაობი ჩატარდება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქუთაისის მეორე, მეექვსე,
მეშვიდე, მერვე, #13-ე; მე-15-ე; #2-ე;
#23-ე; #25-ე ; #26-ე; #28-ე; #29-ე;
#31-ე; #33-ე; #34-ე; #35-ე;
#38-ე და მეორმოცე სკოლაში მიმდინარე წელს უნდა
ჩატარდეს.
სასწავლებლებში უნდა შეკეთდეს სახურავი, მოწესრიგდეს სველი
წერტილები, ხოლო მეორმოცე საჯარო სკოლაში მეოთხე სართულზე,
არსებული, მინის ბლოკებით შემდგარი დაზიანებული კედლის დემონტაჟი და
მის ნაცვლად ახალი კედლის მონტაჟი უნდა მოხდეს.
სხვადასხვა სამუშაობის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისათვის ქუთაისის მერიამ 10 000 ლარის
ღირებულების ტენდერი (NAT180005886) გამოაცხადა. სატენდერო
დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ჩამოთვლილი
სამუშაობი ნახაზები, პროექტები და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს. ელექტრონულ შესყიდვაში განცხადების მიღების ვადა 30
აპრილს მთავრდება.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება ქუთაისის მერიას
განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან დაევალა.
მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების შეკეთებას 2019 წელს
ეტაპობრივად დაიწყებენ. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით,
მომავალ წელს სამ სკოლას (N 25; N 19; N 9) ჩაუტარებენ
რეკონსტრუქციას, 2020 წლისთვის ასევე სამ სკოლას (N 40; N 8; N 20) და
ამდენივეს შეკეთება (N 23, N 16, N 24) იგეგმება 2021 წლისათვის.
სამინისტრომ სკოლების რეკონსტრუქციისთვის 200 000 ლარი გამოყო.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. განათლების სამინისტროს გარდა,
ქალაქში რვა სკოლას შეკეთება
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით
ჩაუტარებენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში
რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში
გადანაწილდებიან
საჯარო სკოლები ქუთაისში,
რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია
ჩაუტარდება
118 წლის სკოლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტში ვერ
მოხვდა
მასალის გამოყენების პირობები