ქუთაისის მერია ქალაქის შემოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის
სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარი ღირებულების ტენდერს
(NAT180005887) აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დროშის სადგარი ნიკეას ქუჩაზე # 70
ბინასთან უნდა განთავსდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან
5 დღეში უნდა დაიწყოს და 30 დღეში უნდა შეასრულოს. დროშის ქვეშ კი,
ოთხი სანათი დამონტაჟდება. სახელმწიფო შესყიდვა რვა მაისს
იწურება.
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტის შედგენისთვის
მერიამ ტენდერი
მარტში გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელთან დროშა
აღიმართება
მასალის გამოყენების პირობები