ის წიგნებს ექვსი წლის ასაკიდან კითხულობს. მას შემდეგ კითხვა 18 წლის
გუკა კოკიას ჰობი გახდა.
სწორედ წიგნების კითხვამ მიიყვანა წარმატებამდე
და 20 სწორი პასუხით გადაცემა "წიგნების თაროს" მე-4
სეზონის ბლიცის რეკორდსმენი გახდა.
გუკა მარტვილიდან არის. ის ახლა ქუთაისის შპს N1 სკოლის მე-12
კლასის მოსწავლეა, მანამდე
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
ამბობს, რომ გადაცემაში მონაწილეობა თავიდანვე უნდოდა. გუკა გვიყვება,
რომ მიღებულ შედეგს ელოდა.
მისი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი კომედიაა. უყვარს მათემატიკა,
სამეცნიერო ლიტერატურასაც ეცნობა.
"პირველ რიგში, ალბათ, ვკითხულობ იმ სიამოვნების გამო, რომელსაც
წიგნების კითხვა მანიჭებს. თუმცა, წიგნი მხოლოდ სიამოვნების მიღების
წყარო არ არის. მას, ასევე, სხვა ბენეფიტებიც ახლავს თან. მაგალითად,
ძალიან დიდი ხელშემწყობია ადამიანის მორალური და ინტელექტუალური
განვითარებისთვის", - ამბობს გუკა.
ის, ასევე, მოჭადრაკეცაა. თავისუფალ დროს ჭადრაკის თამაშით
ერთობა. თუ რაზე ოცნებობს არ გვიმხელს. თუმცა,
ამბობს რომ უნდა
მომავალში კარგი პროგრამისტი გამოვიდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები