ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში, 28 აპრილს დანიშნულ შუალედურ
არჩევნებში 9 კანდიდატი დარეგისტრირდა.
მმართველი გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის ყოფილი
გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძეა. შუალედურ არჩევნებში "ევროპულ
საქართველოს" გიგი უგულავა წარმოადგენს. "თავისუფალი საქართველოს"
კანდიდატი შოთა მაქაცარია იქნება. "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ"
თავის კანდიდატად გია ხალიჩავა დაასახელა. "პატრიოტთა ალიანსის"
კანდიდატი გერმანე ხურციძეა, პარტია "საქართველოს" გიორგი ლილუაშვილი
წარმოადგენს. "ტრადიციონალისტებიდან" მაჟორიტარობისთვის ზურაბ
ქართველიშვილი იბრძოლებს. "ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდნ" მამუკა
ტუსკაძე. შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა
საინიციატივო ჯგუფი - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა
კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავამ. მათი კანდიდატი
ვასილ კოპალიანია. კანდიდატი ჯერჯერობით არ დაუსახელებია
"ნაციონალურ მოძრაობას".
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე
წლის 28 აპრილს გაიმართება. ოლქში არჩევნები მას შემდეგ
დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი
ლულიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
მოადგილედ დაინიშნა.
ცესკოს ინფორმაციით,
კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც
ჯამში 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამავე თემაზე:
პრემიერმა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარადგინა
ხონისა და ვანის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის
სავარაუდო კანდიდატები
"ევროპული
საქართველოდან" ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა
იბრძოლებს
"ოცნებამ" ვანისა და ხონის
მაჟორიტარად იმერეთის გუბერნატორი
დაასახელა
მასალის გამოყენების პირობები