ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლის დაზიანებული
სახურავების რეკონსტრუქციას გეგმავს.
ამ მიზნით მერიამ 30 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა
(NAT180005523) უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
სახლის სახურავი სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს შეუკეთდება.
ნახეთ მისამართების ჩამონათვალი:
ტენდერში გამრჯვებული კომპანია ვალდებულია, სოციალურად დაუცველი
ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების
რეკონსტრუქციისთვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა მოამზადოს.
ასეევე, პროექტი უნდა შეიცავდეს განმარტებით ბარათს, სადაც ყველა
სახის სამუშაო დეტალურად უნდა აღიწეროს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა
და წესების შესაბამისად. ელექტრონულ შესყიდვაში წინადადებების მიღების
ვადა 17 აპრილს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები