აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების
მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები 8 და
9 აპრილს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სასაფლოების
მიმართულებით, დილის
რვა საათიდან იმოძრავებენ.
"თუ მგზავრთა ნაკადი იქნება დიდი და საჭიროება გახდება, შესაძლოა,
ყოველ 15 წუთშიც გავიდეს ტრანსპორტი", - განმარტავენ ქუთაისის
მერიაში.
ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ დღის 13:00- მდე მოემსახურებიან.
ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოა.
მასალის გამოყენების პირობები