ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან
დაკავშირებით, პარლამენტის წევრი სოფიკო კილაძე ადგილზე ჩავიდა.
მისი თქმით, მსგავს შემთხვევას ძალიან მასიაური ხასიათი აქვს.
"სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას მასიური ხასიათი აქვს. ჩვენ უკვე
დავამტკიცეთ შრომის უსაფრთხოების რეგულაციის ერთი ნაწილი, მაგრამ დგას
ძალიან მწვავე აუცილებლეობა, რომ რეფორმების ახალი ტალღა
განვახორციელოთ", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის
კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.
ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი
ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო
მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით,
ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის
მასამ გამოიწვი
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი
დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
“საქნახშირი” მართავს.
ამავე
თემაზე:
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" -
რას ჰყვება შახტში დაშავებული
მაღაროელი
მასალის გამოყენების პირობები