ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში ტყიბულიდან ორი დაშავებული მუშა
გადმოიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, 54
წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია
მოთავსებული.
მესამე დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოში მკურნალობს.
"გულმ-მკერდისა და თავის მასიური ტრავმა აქვს. თავის ტვინის
სისხლჩაქცევები დაჟეჟილობებით, სახის ძვლების მოტეხილობებით,
გულ-მკერდის კარკასის დაზიანებით", - განგვიმარტა ირაკლი
გოგინავამ.
რაც შეეხება, მეორე მუშას, 36 წლის პაციენტს, ექიმის
თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას თავის
ტრავმა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება.
მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.
ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში
ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო
მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით
ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი
ჰაერის მასამ გამოიწვია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ამავე
თემაზე:
ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
მასალის გამოყენების პირობები