ახალი ამბები
"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
FaceBook
ტყიბულში მინდელის სახლოების შახტში მუშების დაღუპვაზე "საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ"
"2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრამვული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

კომპანია ,,საქნახშირი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც მათ უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. თავის მხრივ, ,,საქნახშირი" სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ამავე თემაზე:  

ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.