ახალი ამბები
მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს
FaceBook
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები აქციებით იმუქრებიან. აღდგომის დღესასწაულზე ისინი ნიკეას შესასვლელის გადაკეტვას აპირებენ.
სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ კომისია, რომელმაც ობიექტის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, სამუშაოებს აჭიანურებს, მათთვის კი ყოველი დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"უკვე ორი კვირაა კომისია შეიქმნა და არანაირი შედეგი არ არის, საცხოვრებელის ოთახებში ყოველდღე ცვივა ჭერი. ჩვენთვის ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ,  თუ დროულად არ დადებენ დასკვნას და არ გაგვიყვანენ ამ შენობიდან, იძულებული ვიქნებით აქციები დავიწყოთ და აღდგომის დღეს გადავკეტოთ გზები, იქნებ ასე მაინც დააჩქარონ ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა," - ამბობს ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარი დარეჯან სანიკიძე.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის ინფორმაციით, სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით შექმნილი კომისია აქტიურად მუშაობს და მათ მიერ შენობის ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ ობიექტის მდგომარეობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა შეისწავლოს.

"ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს," - აცხადებს არაბიძე.

მისივე თქმით დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარები მეექვსე თვეა რაც შესხლდნენ, ამ პერიოდში ახლადრეაბილიტირებულმა ობიექტმა ნგრევა დაიწყო.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა.

კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.