ახალი ამბები
"სასიკვდილოდ გვიმეტებენ" - ნგრევა ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში
FaceBook
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები ობიექტიდან გაყვანს ითხოვენ.
შენობა, საიდანაც 2 აპრილს ჭერის ნაწილი ჩამონგრა, ნგრევის პირს არის მისული.

"სხვა შენობაში თუ არ გადაგვიყვანენ, ეს იმას ნიშნავს რომ სიკვდილისთვის გვიმეტებენ, ეს სახლი კი არა სასაკლაოა, სადაც შეიძლება ყოველ წუთს თავზე ჭერი დაგვეცეს," - ამბობს სოციალური საცხოვრისის მკვიდრი მზევინარ მიქაძე.




სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი სამ აპრილს ჩამოინგრა, შემთხვევას სააბაზანოში შესული მცირეწლოვანი გადაურჩა. 

საცხოვრისის მკვიდრები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია, უხარისხოდ არის აშენებული და ადგილზე ცხოვრება გაუსაძლისია. 

მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონი არაბიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალიტი კომისია
რაც შეეხება, ბენეფიციარების გაყვანას, არაბიძის თქმით, შენობის შემოწმების შემდეგ მოხდება სხვადასხვა სართულებზე, იმ ოჯახების გადანაწილება, რომლებიც ამ დროისთვის საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობისყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.