ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირზე, მიმდინარე წლის 31 მარტს,
ავტოავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. შვილი
საავადმყოფოდან გაწერეს, დედა კი ამ დრომდე მკურნალობას
განაგრძობს.
ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ჯანმრთელობის
ეროვნულ ცენტრში გვითხრეს. პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით,
დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, მას
სტაციონალური მეთვალყურეობა სჭირდება.
ავტოსადგურ "ოკრიბას" წინ დედა-შვილს ტრასაზე მაღალი სიჩქარით
მომავალი "ტოიოტა" მარკის მანქანა დაეჯახა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება.
ამავე თემაზე:
ქუთაისში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა
სტაბილურია
მასალის გამოყენების პირობები