ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ "ქართულ ოცნებას" მოთხოვილი 700 000 დოლარი არ გამოუყო
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივას, რომელიც ქუთაისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის შექმნას ითავალიწინებდა, უარი უთხრა.
"აღნიშნული ინიციატივის განხილვას უარი ეთქვა ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის და საქალაქო მეურნეობის კომისიის გადაწყვეტილებით", - განრტავს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი.
ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში თვლიან, რომ მეწარმოების განვითარება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზენისის ვალდებულებაა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქში ეკონომიკური დონის ამაღლების მიზნით ქუთაისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის ინიციატით გამოვიდა. აღნიშნული ცენტრის შექმნისთვის საჭირო ფინანსებისთვის "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის საკრებულოს მიმართა.
"მოგმართავთ თხოვნით და განსახილველად გიგზავნით პროექტს, ველით თქვენს გადაწყვეტილებას", - ნათქვამი იყო "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ საკრებულოსთვის გაგზავნილ მიმართვაში.
"ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ შედენილი პროექტის მიხედვით, ცენტრის ასამუშავებლად 700 000 დოლარი იყო საჭირო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.