ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული
დედა-შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ჯანმრთელობის
ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, სადაც დედა-შვილი ამ დრომდე
მკურნალობს.
"ზედაპირული ჭრილობები აქვთ სახეზე. დააკვირდებიან, მონიტორინგს
ჩაუტარებენ 24 საათის განმავლობაში და გაწერენ. მძიმე მდგომარეობა არ
არის", - ამბობს საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი.
ავტოსადგურ "ოკრიბას" წინ დედა-შვილს ტრასაზე მაღალი სიჩქარით
მომავალი "ტოიოტა" მარკის მანქანა დღეს დაეჯახა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება.
ამავე თემაზე:
ქუთაისში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა
მასალის გამოყენების პირობები