"ინიციატივა არ ისჯება" - ფილმის პრეზენტაცია ქუთაისში
18:30 / 30.03.2018
ქუთაისში დოკუმენტური ფილმის "ინიციატივა არ ისჯება" პრეზენტაცია
შედგა.
ფილმში, კონკრეტული მაგალითების მიხედვით, ნაჩვენები იყო მე-19
საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში სათემო,
საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია და თვითორგანიზების
გამოცდილება.
"ფილმში არის ორი შრე - წარსული გამოცდილება და დღეს რა პრობლემები
წინაშე ვართ. აგრეთვე, თვითორგანიზებით როგორ ცდილობენ ადამიანთა
ცალკეული ჯგუფები განავითარონ თავიანთი თემი", - ამბობს "საბჭოთა
წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი.
დოკუმენტური ფილმი "სათემო განვითარების ცენტრის" კვლევას ("საბჭოთა
წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პარტნიორობით) დაეფუძნა, რომლის
შედეგად გამოცემულმა ორტომეულმა "ინიციატივა ცვლილებებისათვის"
აჩვენა, რომ ამ დროს დაწყებულმა თვითმმართველობის, დემოკრატიზაციისა
და განმანათლებლობის პროცესებმა საზოგადოებაში რევოლუციური ცვლილებები
გამოიწვია და იგი მოწინავე, განვითარების შეუქცევად გზაზე შემდგარ
ერთობად აქცია. თუმცა, ეს პროცესი ძალადობრივად შეწყვიტა საბჭოთა
ოკუპაციამ 1921 წელს.
ფილმი "ინიციატივა არ ისჯება" (მომზადდა ფონდის "ღია საზოგადოება -
საქართველო" მხარდაჭერით) გვაჩვენებს დღეს, ჩვენს საზოგადოებაში,
რამდენად დარჩა მეხსიერება თვითმმართველობისა და ინიციატივის ისტორიის
და კულტურის შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას სოფლის თემები და
რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ისტორიული გამოცდილება
დღევანდელ მოცემულობაში საზოგადოებრივი განვითარების პროცესისთვის
ახალი სუნთქვის მისაცემად.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ლექტორმა, ისტორიკოსმა, სულხან კუპრაშვილმა შეხვედრაზე
ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მსგავსი ფილმები ნახონ ბიზნესმენებმა,
რომლებსაც რესურსი გააჩნიათ გარკვეული წვლილი შეიტანონ ქვეყნისათვის
სასიკეთო საქმეების კეთებაში.
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" დამსწრეებს, ასევე, გააცნო
მათი პუბლიკაციები. შედგა მემორიალური ალბომის - "საქართველოს
დამფუძნებელი კრება, 1919" და ახალი პროექტის გეგმის - "წითელი
ტერორის ტოპოგრაფია - ქუთაისი" პრეზენტაცია.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები