არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას"
წარმომადგენლები თქმით, თეთრი ხიდის რეაბილიტაცის შემდეგ ხიდი
ავთენტურობას დაკარგავს.
"საუბარია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აბსოლუტურ სახეცვლილებაზე.
ეს არის პროვინციული ხელოვნება,
თანამედროვე მასალებისაგან ვამატებთ გაურკვეველ ელემენტებს, რაც
არის მიუღებელი ჩვენთვის", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი,
მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.
ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე
წლის მარტში (NAT180003968)
გამოაცხადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე წარმოადგინა
ხიდის ესკიზი, რომლის მიხედვითაც შემსყიდველმა მისი რეაბილიტაცია უნდა
მოახდინოს. სატენდერო პირობების მიხედვით, ხიდზე სრულად მოხდება
არსებული ხის საფარისა და ლამპიონების დემონტაჟი.
გამოიცვლება არსებული მოაჯირის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდება მისი
ანალოგი. ხიდის სავალ ნაწილზე მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი
მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები. ამაზე კი 445 000 ლარი
დაიხარჯება.
პროექტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი
რეაქცია გამოიწვია. ნაწილმა განახლებული ხიდის ესკიზი მოიწონა,
ნაწილმა - დაიწუნა. ქუთაისელებს განსაკუთრებით ხიდზე
იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა
არ მოეწონათ.
ამავე
თემაზე:
როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)
"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი
კრიტიკაზე
"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ
საზოგადოებას" - ოპოზიცია
მასალის გამოყენების პირობები