ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის პირად სოციალურ
ქსელში გავრცელებული პოსტს სახალხო დამცველის აპარატში დისკრიმინაციულ
განცხადებად აფასებენ.
საუბარია, ოთარ ლორთქიფანიძის პოსტზე, რომელიც მან 17 მარტს
გააზიარა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი
შუბაშვილი "ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ დეპუტატის მიერ
გამოქვეყნებული საჯარო პოსტი ჰომოფობიური შინაარსისაა.
"დეპუტატის ეს გამონათქვამი ჰომოსექსუალების მიმართ ჰომოფობიის
წამახალისებელია, ისეთი შინაარსის პოსტის დადება სადაც ნათქვამია, რომ
რაიმე ნიშნით ადამიანს რომელიმე სტრუქტურასთან შეხება ეკრძალება
დისკრიმინაციული ხასიათისაა. ამ პოსტს ანგარიშის დროს აუცილებლად
განვიხილავთ," - ამბობს შუბაშვილი.
ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ
ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტი გააზიარა, სადაც დაწერა
რომ ჰომოსექსუალებს უფლება არ აქვთ ურთიერთობა ჰქონდეს
საპატრიარქოსთან.
თავად დეპუტატი ამბობს, რომ ხსენებული განცხადება პირად სოციალურ
ქსელში გაავრცელა, და ის არ არის ჰომოფობიური ხასიათის.
"არსებობს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მე ეს პოსტი დავწერე როგორც
რიგითმა ადამიანმა და არა საკრებულოს დეპუტატმა. ჩემს განცხადებაში არ
არის გამოყენებული არც დისკრიმინაციული და არც ჰომოფობიური სიტყვები,
ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა, რომელიც ვირაცამ
იპოვა და გაავრცელა," - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს "ქართული
ოცნების" დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები