წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძეს
სახლმუზეუმის ამფითეატრს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ასევე, უნდა მოწესრიგდეს მუზეუმთან მისასვლელი გზაც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წყალტუბოს მერია გეგმავს.
"ადგილზე შევამოწმეთ ობიექტი და საჭიროებს საფუძვლიან გამაგრებით
სამუშაოებს. ამფითეატრის რეაბილიტაციაზე პროექტირების
სამუშაოებს მალე დავიწყებთ," - ამბობს წყალტუბოს მერის პირველი
მოადგილე ზურაბ მაისურაძე.
ნიკო ლორთქიფანიძეს სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია 2017 წელს
ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, პროექტისთვის
რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციის
ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ხის კონსტრუქციები, მოწესრიგდა
ფასადები.
როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ სახლ-მუზეუმის
სრული რეაბილიტაცია კურორტს ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო
საინტერესოს გახდის.
მასალის გამოყენების პირობები