ჭიათურაში, მაღაროელები და პროფკავშირების წარმომადგენლები ამ წუთებში
კულტურის სახლის შენობასთან იკრიბებიან.
დაანონსებული შეხვედრა დღეს არ შედგება, რადგან კომპანია
"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ნიკა
ჩიქოვანი ჯანმრთელობის მდომარეობის გაუარესების გამო
ადგილზე ვერ ჩავიდა.
მაღაროელები აქციის გამართვას გეგმავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების
გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, რომელშიც სხვადასხვა
სოციალური შეღავათები და სამართლებრივი გარანტიები იქნება.
"ჯორჯიან მანგანეზში"
განმარტავენ, რომ შეხვედრა ნიკა
ჩიქოვანის გამოჯამრთელებისთანავე შედეგება.
ნიკა ჩიქოვანი დღეს, 29 მარტს 11:00 საათზე ჭიათურის მაღაროებში
დასაქმებული ადამიანების პრობლემების გაცნობას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები