ქუთაისის მერიამ, მის ბალანსზე არსებული GRAND CHEROKEE სერიული
ნომრით SAK 005,
რომელზეც აცხადებდა, რომ დაზიანებულია და არ
ფუნქციონირებდა, კულტურის ააიპ-ს გადასცა.
მერიის ბალანსზე არსებული კიდევ ერთი ავტომანქანა Mitsubishi pajero
კი თხოვების ფორმით, უვადოდ, ააიპ "ქუთგანათებას" გადაეცა.
ააიპებისთვის მოძრავი ქონების გადაცემა საკრებულოს ოპოზიციამ
გააპროტესტა. მათი თქმით, იმ ავტომანქანების ააიპებისთვის გადაცემა,
რომლებზეც მერია ამბობდა, რომ დაზიანებულია და არ ფუქნციონირებს, აზრს
მოკლებულია.
„ერთადერთი, რაც, ალბათ, ამ ავტომანქანებზე შეიცვლება, სერიული
ნომრებია და 041- ად გადაკეთდება“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე
მერაბ მეშველიანმა.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ 23 850 ლარიანი GRAND CHEROKEE-ს
ჯიპი, კვლავ დაზიანებულია და მის შეკეთებაზე
ააიპი თავად იზრუნებს, ხოლო რაც შეეხება
Mitsubishi pajero-ს ის მუშა მდგომარეობაშია.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა, რომ
მერიას დაზიანებულ ავტომანქანებთან მიმართებაში გეგმა აქვს და არ
გამორიცხავს მათ გაყიდვას, სანაცვლოდ კი ახალი ავტომანქანების
ყიდვას.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები"
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები