ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში მსუბუქი
კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში ხეები გაიჩეხება,
ამის უფლებას კი ისინი კომპანიას არ მისცემენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიამ ერთი თვის წინ მშენებლობა შეაჩერა, თუმცა
სააპელაციო სასამართლოში კომპანიამ მერიას საქმე მოუგო და მშენებლობა
გააგრძელა. მისი იურისტის ალექსანდრე თეთელიშვილის თქმით, ერთი
წლის წინ
მერიამ დართო ნება აქ აეშენებიათ მსუბუქი
კონსტრუქცია.
ადვოკატი ამბობს, რომ თებერვალში მერიამ უკანონოდ
შეაჩერა სამუშაოები. თუმცა, სააპელაციომ გააუქმა ეს ბრძანება და დართო
ნება გაეგრძელებიათ.
ქუთაისი მერიამ დღეს შპს იმერეთს ხელშეკრულება შეუწყვიტა, რომელიც
2017 წლის 15 მაისს 25 წლის ვადით იყო გაცემული. შესაბამისად,
ტერიტორიაზე მშენებლობა აღარ გაგრძელდება. ქუთაისის მერის გიორგი
ჭიღვარიას თქმით, მერია მზად არის კომპანიასთან მოლაპარაკებები
დაიწყოს და ალტერნატიულ ფართს შესთავაზოს. მოსახლეობას მიღებული
გადაწყვეტილება მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი
შენგელიამ გააცნეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კაფე-ბარი აღარ
აშენდება
მასალის გამოყენების პირობები