ქუთაისში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის
სააღდგომოდ სურსათების დარიგება ორ აპრილს დაიწყება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ
ტენდერში უკვე გამოვლინდა
გამარჯვებული. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
ნობათების გადაცემას ორგანიზებას "შპს ტენდერი 123 გაუწევს",
რისთვისაც ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 444 ლარს მიიღებს.
სოციალურად დაუცველები ნობათებს ნინოშვილი ქუჩა #2 ში(ე.წ. ბჟოლებში)
მდებარე შენობიდან მიიღებენ. მათ გაყინული ქათამი, შაქარი, შედედებული
რძე, ზეთი, შოკოლადი, კანფეტი, კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი და
პასკა მიმდინარე წლის 5 აპრილადე დაურიგდებათ.
ქუთაისის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო
ნობათის დაარიგება
2017 წელსაც მოხდა, რა დროსაც ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 77 030.8 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები