ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს.
პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშის
ამოყვანა 6 საათიანი ძებნის შემდეგ მოხერხდა და ის ქუთაისის
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაყვათ.
ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის
შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების
წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში
სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის თქმით, გაუმაგრებელი
ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც მუშა მოიყოლა. ამ დრომდე
მ
უშის ამოსაყვანად სამაშველო ღონისძიებები
მიმდინარეობდა. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ
240-ე მუხლიტ დაიწყო.
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროში
მუშის დაღუპვაზე "ჯორჯიან მანგანეზის"
ადმინისტრაცია, რომლის დაქვემდებარებაშია ჭიათურის მაღარო,
განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, კომენტარს სამაშველო ღონისძიებების
დასრულების შემდეგ გააკეთებდნენ.
ამავე თემაზე:
ჭიათურაში,
მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ
ხერხდება
„ჯორჯიან
მანგანეზის“ ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მაღაროში მუშის
დაღუპვაზე
მასალის გამოყენების პირობები