გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დათბება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 26-28 მარტს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს
რეგიონში მოსალოდნელი უნალექო ამინდი, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.
ზოგან შესაძლოა იწვიმოს.
"იმერეთის ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა იწვიმოს, თუმცა, ჰაერი უმეტესად
19-24 გრადუსამდე გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
მისი თქმით, 28- 31 მარტს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და
მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერი 12-14 გრადუსამდე
დათბება.
მასალის გამოყენების პირობები