2018 წელს საქართველოში საერთაშრისო მოგზაურთა რაოდენობა მზარდია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის
იანვარ-თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოს სულ 885,047 ტურისტი
ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.2%- ით მეტია.
წინა წლის იგივე პერიოდში ქვეყანას სულ 121,989 უცხოელმა ვიზიტორმა
მოინახულა.
ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში 2018 წელს აზერბაიჯანიდან (-0.6%),
სომხეთიდან (+24%), თურქეთიდან (+24%), რუსეთიდან (+19.2%) და
ირანიდან (+110.5%) განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პოზიტიური
ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან.
კერძოდ, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით,
იანვარი-თებერვლის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +41%,
ლიტვა +26%, საფრანგეთი +23%, გერმანია +11% და სხვა. განსაკუთრებული
ზრდა კი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +132%, ირანი +110%,
საუდის არაბეთი + 102%, ისრაელი +75%, ჩინეთი +53% და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები