ქუთაისში რეზო ჭეიშვილის ორტომეული "გადანახული ჩანაწერები"-ს
გამოცემა იგეგმება.
ქუთაისის მერია ბეჭდვითი მომსახურებისთვის ტენდერს აცხადებს.
წინადადებების მიღება 26 მარტს იწყება და ამავე თვის 29-ში
სრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული წიგნის ტირაში 600 ცალი
იქნება. წიგნები ორ ეტაპად დაიბეჭდება პირველი ტომის მიწოდების ვადა
2018 წლის 20 მაისი (ტირაჟი - 300 ცალი), ხოლო მეორე ტომის მიწოდების
ვადა კი 2018 წლის 1 ოქტომბერი (ტირაჟი - 300 ცალი).
შემსრულებელს წიგნისათვის მასალებს ქუთაისის მერია მიაწოდებს.
როგორც დოკუმენტაციაშია მითითებული წიგნების გაყიდვა აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები