ახალი ამბები
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
FaceBook
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
ამის თაობაზე "ქუთაისიპოსტს" ადგილობრივი თვითმართველობის საბინაო სამსახურში განუცხადეს.

როგორც სამსახურის უფროსი ამბობს, კომპანიამ, რომელმაც სოციალური საცხოვრისი მოაწყო ბევრი შეცდომა დაუშვა რის გამოც შენობა უკვე ავარიულია და მათი გამოსწორება სასწრაფოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საცხოვრებელში შესახლებულ 70 მდე ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. "შენობაში წყლის შეჟონვა ხდება, რის გამოც კედლები ზიანდება, ასევე ლიფტის შახტა არ არის მონოლითური კარკასით შეკრული, რაც ასევე საფრთხის შემცველია, ფანჯრები კი ისეთ სიმაღლეზეა დამონტაჟებული, მისით მოსახლეობა ვერ სარგებლობს, მთელი პრობლემების კასკადია, რაც დროულად გამოსასწორებელია," - ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.

ყველა ჩამოთვლილი პრობლემების გამო, ქუთაისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც კონკრეტული სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

"კომისია შეისწავლის ამ პრობლემებს და შემდგომ დაიწყება ამ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც სწორედ იმ კომპანიას დაევალება, რომელმაც თავის დროზე
ეს შენობა ააშენა,"- ამბობს ჯონი არაბიძე.

მისივე თქმით კომისიის ჩამოყალიბება უახლოეს ერთ კვირაში მოხდება.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივების თქმით, ობიექტის მდგრადობის დასაგენად ექსპერტიზას მიმართავენ. აღნიშნული საკითხი ბენეფიციარების მოთხოვნით "ქუთაისიპოსტმა" გააჟღერა, რის შემდეგაც ქუთაისის მერიამ კომისიის შექმნა გადაწყვიტა.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის
ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ექვს თვეში (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.