,,SOS გვასახლებენ" - ამ სლოგანით ქუთაისში,
პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულების საპროტესტო აქცია
მიმდინარობს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ
"პატრიოტთა ალიანსის" საკანონმდებლო ინიციატივას, მანამდე კი
გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.
იპოთეკით დაზარალებულების თქმით, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება
შედის, როგორც აღსრულების წესის შესახებ, ასევე სამოქალაქო კოდექსში,
რომელიც ითვალისწინებს ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების
გადავადებას სამი წლით და ნულოვანი აუქციონის გაუქმებას.
მასალის გამოყენების პირობები