ქუთაისის მერია და საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული
გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად
ასრულებენ. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
"ქალაქ ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32
დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად
გამოქვეყნების
წესი;
მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე
(http://kutaisi.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ
პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი
ინფორმაციის ნუსხას;
მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის
გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის
შესაძლებლობას.
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს
მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას,
როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის
შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების
წესი, ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს,
დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და
სხვა", -
ნათქვამია კვლევაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის
27 აგვისტოს N32-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ
ინფორმაციის სრული სახით განთავსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ასევე, ორგანიზაცია დამატებით მოუწოდებს ქუთაისი მერიასა და
საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები, ასევე გაამარტივონ
მერიისა და საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის საძიებო სისტემა.
მასალის გამოყენების პირობები