ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან
გაათავისუფლეს.
ბადრი ვაშაკიძეს თანამდებობდა შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე
დაატოვებინეს. განათლების და მეცნიერების სამინისტროში ფაქტს
ადასტურებენ და აცხადებენ, ბადრი ვაშაკიძის ნაცვლად მოვალებას სხვა
თანამშრომელი შეასრულებს.
რა დასკვნაზეა საუბარი ან რამდენად სამართლიანად თვლის უწყების
გადაწყვეტილებას ამ მიზნით ბადრი ვაშაკიძეს დავუკავშირდით, თუმცა, მას
ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.
ბადრი ვაშაკიძე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძვღენლად
2013 კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ამ თანამდებობას ანდრო
ლოსაბერიძე იკავებდა.
რაც შეეხება, ახალ ხელმძღვანელს, მის ასარჩევად განათლების სამინისტრო
კონკურსს გამოაცხადებს.
ამავე თემაზე:
„დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება“ - გოგი
წულაია ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელზე
ფენი, უთო, მაგიდა -
რა წერია დასკვნაში, რის გამოც რესურსცენტრის უფროსი
გაათავისუფლეს
მასალის გამოყენების პირობები